კონტენტ მენეჯერი

თარიღები: 11 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@oppa.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ბრენდ მენეჯმენტი ზოგადი მარკეტინგი

 „სს ოპპა“ (ყოფილი „სს ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით  6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს.კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად.

 

სს ‘’ოპპა’’  აცხადებს ვაკანსიას    კონტენტ მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ახალი პარტნიორი კომპანიების სწრაფი გადახდის ტერმინალებში, საიტსა და აპლიკაციაში ინტეგრაციის პროცესის  ტექნიკური მხარდაჭერა;
  • პარტნიორი კომპანიების სერვისების ცვლილება სწრაფი გადახდის ტერმინალებში;
  • ჩართული სერვისების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება, პრობლემის აღმოფხვრაში დახმარება;
  • ახალი და არსებული პარტნიორი კომპანიების სერვისების ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციის ასახვა ფინანსურ მონაცემთა ბაზაში;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებისთვის რეგულარულად ცვლილებებზე და დამატებებზე ინფორმაციის მიწოდება;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
  • სასურველია xml ფაილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა.



უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობა;



ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 მაისის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

მსგავსი განცხადებები
ბრენდ მენეჯერი

დიპლომატ ჰოლდინგი


23 აპრ - 06 მაის

ბრენდის მენეჯერი

ფარმადეპო


18 აპრ - 17 მაის

ბრენდ-მენეჯერი

WALMARK


26 აპრ - 25 მაის

მარკეტინგის მენეჯერი

m2 უძრავი ქონება


24 აპრ - 23 მაის

Assistent to Online Marketing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 16 მაის

Creative Strategist

მოზაიკა


04 აპრ - 01 მაის

Deutschsprachigen Verkauf und Online-Marketing Agent

Envirotech


23 აპრ - 07 მაის