ბარმენი/სეზონური

თარიღები: 11 აპრ - 10 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 501 - 1000
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@tiflispalace.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი

სასტუმრო ტიფლის პალასი აცხადებს სეზონურ ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

 

  • მიიღოს საკვებისა და სასმელის შეკვეთები და უზრუნველყოს მათი სათანადოდ მირთმევა სტუმრებისთვის
  • შეურიოს სასმელები, წყალი და სხვა კომპონენტები, რათა მიიღოს კოქტეილები და სხვა სასმელები
  • სტუმრებს მიაწოდოს ინფორმაცია სასმელების ინგრედიენტებთან დაკავშირებით
  • განათავსოს სასმელების ბოთლები და ჭიქები ისე, რომ ბარი სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს
  • მოამზადოს და მიართვას სხვადახვა აპეტაიზერი
  • დათალოს და კურკები დააცალოს ხილს სასმელების მოსართავად
  • შეამოწმოს მომხმარებლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ალკოჰოლის შესყიდვის ასაკობრივი მოთხოვნების შესრულების მიზნით
  • გააკეთოს ყველაფერი შესაძლებელი, რათა გაზარდოს გაყიდვები
  • შეაგროვოს მომზადებული ან მირთმეული სასმელების საფასური და აღნუსხოს ყველა გაყიდული პროდუქტი
  • პროფესიონალურად მოაგვაროს ურთიერთობა რთულ ან ნასვამ მომხმარებელთან
  • იმუშავოს POS სისტემაში და უზრუნველყოს შეკვეთის განთავსება, ანგარიშის გადახდა და ხელმოწერა, სტუმრების ოთახზე ანგარიშის მიწერა და ოთახიდან გადახდის მიღება
  • აწარმოოს ბარის მარაგის რეგისტრაცია, კონტროლი, შეკვეთა და განთავსება
  • გაასუფთავოს ბარის მიდამო, ჭიქები და დამატებითი ჭურჭელი
  • დეზინფიცირება გაუკეთოს ყინულის კონტეინერებს, მაცივრებს და ბარის სხვა აღჭურვილობას
  • უზრუნველყოს საკვების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება
  • შეცვალოს სასმელის კასრები როცა სასმელი დამთავრდება
  • ყოველთვის იყოს მოწესრიგებული, მომღიმარი, პოზიტიური და შეინარჩუნოს დადებითი დამოკიდებულება მომხმარებლებთან

 

მოთხოვნები:

  • ბარმენად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • კვებისა და სასმელების სფეროში განათლება ჩაითვლება პლუსად
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • საკვებისა და სასმელების ნაირსახეობის კარგი ცოდნა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
  • მოწესრიგებული და სასიამოვნო გარეგნობა
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი

 

სამუშაოს პერიოდია 2018 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

 

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ შევსებული თანდართული აპლიკაციის ფორმა ფოტოსურათით მისამართზე: hr@tiflispalace.ge და უნდა მიუთოთონ წერილის თემის ველში ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
Barman

Radisson Blu Iveria Hotel


11 აპრ - 09 მაის

Barman

Mercure Tbilisi Old Town


18 აპრ - 17 მაის

Barmen in Ganmukhuri

Pratap's Signature Hotel


17 აპრ - 16 მაის

Bartender

Shota@Rustaveli Boutique Hotel


11 აპრ - 09 მაის

ბარმენ/მიმტანი გუდაურში

სასტუმრო დონატა


29 მარ - 26 აპრ

ბარმენი

სან გრუპ


25 მარ - 22 აპრ

ბარმენი

დელისიო


02 აპრ - 01 მაის