1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკულ კურსი

თარიღები: 11 აპრ - 09 მაის
მდებარეობა: თბილისი

სხვა ვებ გვერდზე

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

1C კურსი

Rossoft training centre აცხადებს მიღებას 1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე.

 

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8,3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 

  • წარმოება
  • საწყობი და მარაგები
  • გაყიდვები
  • შესყიდვები
  • დისტრიბუცია
  • ფინანსები
  • ბიუჯეტირება
  • CRM
  • HR
  • Rs.ge

 

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება,  საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

 

მიზნობრივი ჯგუფი: 

  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • დაბალი რგოლის მენეჯერები;
  • სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

 

ლექციების განრიგი:    ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:0021:00).

  • კურსის ხანგრძლივობა:  20  საათი
  • კურსი იწყება ყოველ  3 კვირაში ერთხელ.

 

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის,დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;

 

კურსის   ღირებულება300  ლარი.

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი / ყავაზე).

 

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

 

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
  • კომპანიებს, რომელთა წარმომადგენლებიც 1C პროგრამას გაივლიან „Rossoft traning centre” -ში, დაინტერესების შემთხვევაში, საშუალება ექნებათ 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ აწარმოონ საკუთარი კომპანიის ფინანსური ოპერაციები პროგრამა 1C-ში.
  • 1C პროგრამის მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Rossoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს უწევს რეკომენდაციას მის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

 

კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1jCPN76yRfSr5xfrEa05i-eZSY4bjSiWQRG6ZBUXBi3A/viewform

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:

ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, Rossoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 593 17 19 09
E-mail: info@rossoft.ge
Web - www.rossoft.ge

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
“NEBOSH”-ის საერთაშორისო სერტიფიკატის ტრეინინგი შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში

RRC Training and Consultancy Georgia


05 აპრ - 25 აპრ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის

IT ინჟინერიის შემსწავლელი კურსი 150 ლარად 250 ლარის ნაცვლად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


12 აპრ - 11 მაის

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


12 აპრ - 10 მაის

Online Training Programs Development

Deloitte Consulting Overseas Projects


04 აპრ - 03 მაის

PHOTOSHOP CC; COREL DRAW X8; ADOBE ILLUSTRATOR -ის  კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


16 აპრ - 15 მაის

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის