კონსულტანტი/მოლარე

თარიღები: 11 აპრ - 10 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
განათლება: საშუალო განათლება
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@europroduct.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  Elpozo და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

   ევროპროდუქტის მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებულზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

 

  • ვაკანსიის დასახელება:   კონსულტანტი; მოლარე
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით

 

ანაზღაურება: გრაფიკის მიხედვით.


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მოლარის შემთხვევაში)

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს პროდუქტის პრეზენტაცია;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
  • მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს კომპანიის დამატებითი მომსახურების შესახებ.
  • გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • მაღაზიის ინტერიერისა და სისუფთავის კონტროლი;
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების  მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

 

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


23 აპრ - 07 მაის

Assistant to Pricing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 17 მაის

Assistent to Online Marketing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 16 მაის

B2B გაყიდვების მენეჯერი

ტოიოტა ცენტრი თეგეტა


23 აპრ - 22 მაის

Brand Ambassador/Consultant

HRRA


19 აპრ - 04 მაის

Call Center Agent

WeCall Services


18 აპრ - 02 მაის

Cashier

Casino Princess Batumi


20 აპრ - 04 მაის