ექსპორტის მენეჯერი

თარიღები: 11 აპრ - 25 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: corporate@proconsulting.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება ლოჯისტიკის მენეჯერი

კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი“   „მილდიანის“ სახელწოდებით ცნობილი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ,,ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

სტაბილურ  კომფორტულ სამუშაო გარემოს წარმატებულ კომპანიაში...

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • საერთაშორისო ბაზრის ანალიზის შესაბამისად კომპანიის მიზნებისა და ამოცანების დასახვა აღნიშნულ ბაზარზე დასამკვიდრებლად.
  • არსებულ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობა, მათი კმაყოფილების კვლევისა და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.
  • დაქვემდებარებაში არსებულ თანამშრომელთათვის სამოქმედო გეგმის შემუშავება,შესრულების კონტროლი.
  • პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობის წარმართვა, მომავალი გრძელვადიანი ურთიერთობის  შენარჩუნების მიზნით.
  •  კლიენტთა შეკვეთების დროულად, სრულფასოვნად  შესრულების მონიტორინგი.
  • საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებზე მუდმივი ინფორმაციის ფლობა და საჭიროებისამებრ მონაწილეობის მიღება.
  • ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა, როგორც შესრულებულ, ასევე შესასრულებელ სამუშაოებზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს-მენეჯმენტის კუთხით (პრიორიტეტულია)
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • ორგანიზებულობა.
  • პრეზენტაბელურობა.
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
  • გუნდის მართვის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.
  • დროის მართვის უნარი.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #5
  • სამუშაო გრაფიკი: სრული.
  • ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

კანდიდატთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად

  • პირველი ეტაპი-გასაუბრება
  • მეორე ეტაპი- პროექტის წარმოდგენა პრეზენტაციის სახით (საკითხები გეცნობებათ წინასწარ გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში)

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (სივი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე corporate@proconsulting.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.

 

გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი განცხადებები
ავტოიმპორტის მენეჯერი ბათუმში

MGL Georgia


02 აპრ - 01 მაის

არამედიკამენტების იმპორტის მენეჯერი

ავერსი ფარმა


21 აპრ - 07 მაის

გადაზიდვების მენეჯერი

ეს გლობალი


26 მარ - 24 აპრ

გაყიდვების მენეჯერი/ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი


19 აპრ - 18 მაის

ექსპორტ მენეჯერი ნატახტარში

ბარამბო


10 აპრ - 27 აპრ

ლოგისტიკის მენეჯერი

Onway


13 აპრ - 11 მაის

ლოჯისტიკის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


19 აპრ - 26 აპრ