კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თარიღები: 11 აპრ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@unison.ge
დაზღვევა:  კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა.

ს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“  აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
  • შეხვედრების დაგეგმვა,პრეზენტაციების ჩატარება
  • სპეციალური შეთავაზების მომზადება
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურეობა
  • სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება არსებულ კლიენტებთან
  • კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში გაყიდვებში გამოცდილება
  • გაყიდვების უნარ-ჩვევები

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური
  • გამართული მეტყველების უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@unison.ge  2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
კორპორატიული გაყიდვების აგენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


17 აპრ - 01 მაის

კორპორატიული დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


19 აპრ - 03 მაის

უმცროსი ვიპ საცალო გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


19 აპრ - 26 აპრ