კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი

თარიღები: 12 აპრ - 07 მაის
მდებარეობა: თბილისი
ხანგრძლივობა: რამდენიმე თვე
ელ. ფოსტა: nextitacademy@gmail.com
ტელეფონი: +995551 40 12 34
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი) ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

დასახელება: კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი

მომწოდებელი: Next-IT Academy

ბოლო ვადა: 7 მაისი

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე

 

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე

სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)

ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია

სწავლის ღირებულება: 400 ლარი, გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი); სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;

 

სწავლა დაიწყება 30 აპრილს (19:30-ზე)

მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)

ტელ: +995551 40 12 34, +995 558 19 04 07

ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com

Facebookhttps://www.facebook.com/Next.IT.Academy/

Facebookhttps://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

 

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

  • Cisco  - Introduction to Cybersecurity
  • Cisco – Cybersecurity Essentials
  • Next-ITsecurity

 

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • პრაქტიკული დავალებები დაფუძნებულია Windows,  Linux და Cisco IOS სისტემებზე;
  • სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია დასაქმება;
  • კურსის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთებული იქნება ინციდენტებზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების პროგრამების მიერ წარმოებულ ლოგების გარჩევაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციებში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • სასწავლო კურსი ეფუძნება Cisco Introduction to Cybersecurity, Cisco – Cybersecurity Essentials, Cisco - Cybersecurity Operations, Cisco – CCNA Security, Comptia Security+, Ethical Hacking სასწავლო მასალებს

 

სასწავლო კურსის პროგრამა:

  • ინფორმაციული სისტემების საფრთხეები; ძირითადი საფრთხეების აღწერა;
  • იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ავტორიზაცია, ანგარიშგება (AAA) Windows, Linux და Cisco IOS სისტემებში;
  • უფლებათა დონეების განსაზღვრა, როლები; პრივილეგირებული მომხმარებლები, ჯგუფები
  • წვდომის კონტროლის ტიპები; ინფორმაციულ რესურსებზე წვდომების განსაზღვრა და კონტროლი
  • ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება: მოწყობილობასთან წვდომის დაცვა, ადმინისტრაციული როლების დანიშვნა, უსაფრთხო მარშრუტიზაცია
  • კრიპტოგრაფიული სისტემები: შიფრაცია/დეშიფრაცია; შიფრაციის ალგორითმები
  • ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატები
  • მონაცემთა მთლიანობა, მთლიანობის კონტროლი; ჰეშირება; ჰეშირების ალგორითმები
  • გავრცელებული საზიანო პროგრამების განხილვა და მათთან ბრძოლის მექანიზმების დანერგვა
  • ქსელური თავდასხმების განხილვა და ანალიზი (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, SynFlood, Fishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
  • ქსელური თავდასხმების პრევენციის სისტემების დანერგვა
  • ვებ-თავდასხმების განხილვა OWASP-ის მაგალითზე
  • Web Application Firewall-ის დანერგვა, პოლიტიკების კონფიგურაცია, ინციდენტების ანალიზი
  • უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო ბრაუზინგი, უსაფრთხოება ელ. ფოსტებში
  • ლოკალური ქსელის უსაფრთხოება
  • უსაფრთხოება მარშრუტიზატორებში, წვდომის კონტროლის სიები (ACL)
  • ფაიერვოლური ტექნოლოგიების იმპლემენტაცია
  • უსაფრთხოება მობილურ ოპერაციულ სისტემებში (Android, iOS);
  • კონფიდენციალური დოკუმენტების უსაფრთხოება;
  • შემოჭრების გამოვლენისა და პრევენციის სისტემები (IDS/IPS)
  • პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგი
  • ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) დანერგვა
  • უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში
  • მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა;
  • შეღწევადობის ტესტირება, შეღწევადობის ტესტირების ინსტრუმენტების გამოყენება Kali ლინუქსში
  • უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი; პროცესების, სერვისების და დატვირთვების ანალიზი
  • რისკების ანალიზი, ბიზნეს უწყვეტობა; აქტივების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია, სტანდარტიზაცია
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები
  • მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
  • ლოგების მართვის პროგრამები (SIEM), უსაფრთხოების პროგრამების ლოგების (log) ანალიზი და ანგარიშის მომზადება (Report);
  • ხელმისაწვდომობა: ხუთი ცხრიანი - 99.999%, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემის შექმნა;
  • ოპერაციული სისტემების, სერვერების, ქსელის გამაგრება (Hardening)
  • გავრცელებული კიბერდანაშაულების განხილვა, გამოყენებული მეთოდების ანალიზი;
მსგავსი განცხადებები
“NEBOSH”-ის საერთაშორისო სერტიფიკატის ტრეინინგი შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში

RRC Training and Consultancy Georgia


05 აპრ - 25 აპრ

1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკულ კურსი

Rossoft Training Centre


11 აპრ - 09 მაის

1C პროგრამისტი

ქართული ღვინის სახლი


29 მარ - 25 აპრ

3D – მაქსის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


29 მარ - 27 აპრ

3D Modeler / Animator

Vokalz


18 აპრ - 02 მაის

Android Front End Developer

Boxwood


28 მარ - 26 აპრ

C# პროგრამისტი

FINA


19 აპრ - 03 მაის