თარიღები: 12 აპრ - 10 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: Tiflismeidani@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი მიმტანი

"ტფილისი მეიდანი" -  ღვინის რესტორანი ძველი თბილისის გულში ქართველ და უცხოელ სტუმრებს სთავაზობს ავთენტურ ქართულ სამზარეულოს და ექსკლუზიური ღვინოების ფართო არჩევანს.

„ტფილისი მეიდანი“  ეძებს ახალ, მოტივირებულ და სერვისზე ორიენტირებულ გუნდის წევრებს, რომლებსაც აქვთ სურვილი განვითარდნენ სარესტორნო ინდუსტრიაში, მიიღონ  გამოცდილება თბილისის საუკეთესო რესტორანში და შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება.  რესტორანი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

ბარმენ-მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ბარის მიმდებარე სივრცეში შემოსული სტუმრების მიღება, განთავსება, გამასპინძლება;
  • სასმელების (განსაკუთრებით ღვინის) შეთავაზება, შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა (კერძების სასმელებთან და პირიქით);
  • სასმელის ინგრედიენტების დეტალური აღწერა და რესტორნის მენიუს სრულყოფილი წარდგენა საჭიროების შემთხვევაში;
  • ბარის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • სასმელების დაბინავება - შენახვა - ზრუნვა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • რომელიმე ერთი უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომუნიკაბელური;
  • სტუმართმოყვარე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური.

 

 

 

მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სტუმრის დახვედრა ბუნებრივი ღიმილით და კეთილგანწყობით;
  • მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში კერძების მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმირება; 
  • სტუმრებისთვის დღის შეთავაზებების გაცნობა;
  • სტუმრების  შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
  • სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება (საჭიროების შემთხვევაში);
  • სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
  • მაგიდის გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);

 

 აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • რომელიმე ერთი უცხო ენის (რუსული ან ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური;
  • პუნქტუალური;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • სწავლაზე ორიენტირებული; 

 

სამუშაო პირობები:

 

  • ადგილმდებარეობა: ძველი თბილისი
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:  Tiflismeidani@gmail.com საგანში სავალდებულოა მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
ბარმენ/მიმტანი გუდაურში

სასტუმრო დონატა


29 მარ - 26 აპრ

ბარმენი/მიმტანი

პაბი ოტინგერი


18 აპრ - 17 მაის

ბარმენი/მიმტანი

ედელვაისი 2007


23 აპრ - 05 მაის

ბარმენი/მიმტანი ანაკლიაში

სასტუმრო ანაკლია


18 აპრ - 17 მაის

ბარმენი/მიმტანი ბათუმში

ROXBURY Batumi


26 მარ - 24 აპრ

ბარმენი/მიმტანი ქუთაისში

ბარ-რესტორანი სავანე


10 აპრ - 30 აპრ

მიმტანი / ბარმენი

რესტორანი ამირა


24 აპრ - 23 მაის