IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

თარიღები: 12 აპრ - 10 მაის
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: nextitacademy@gmail.com
ტელეფონი: +995 551 40 12 34
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

დასახელება: IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა
მომწოდებელი: Next-IT Academy
ბოლო ვადა: 8 მაისი
 

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას IT ქსელის სასწავლო კურსზე

 

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ღირებულება: 250 ლარი

 

სწავლა დაიწყება 1 მაისს (19:30-ზე)
მისამართი:
კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
ტელ: +995 551 40 12 34, /  +995 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

 

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

  • Cisco CCNA – Introduction to Networks
  • Network Essentials
  • Next-ITnetwork


ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
  • კურსის ბოლო ორ კვირა დღეს ჩატარდება 7-8 საათიანი (ჯამში 15 საათი) პრაქტიკა; მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს, MikroTik-ისა და TP-Link-ის მარშრუტიზატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
  • მაღალი შეფასებების მქონე მსმენელს ექნება საშუალება ამავე აკადემიაში გაიაროს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი სრულიად უფასოდ;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი

 

სასწავლო კურსის პროგრამა:

  • ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები;
  • ქსელური მედია, კაბელები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები;
  • ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი;
  • ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester)  და მათი გამოყენება;
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის ფრეიმი; Ethernet-ი, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება;
  • ქსელური დონე, პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები, IPv4 პაკეტი;
  • IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);
  • მარშრუტიზაცია (Routing): Default Gateway, IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი;
  • როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი);
  • IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 მისამართების ტიპები;
  • ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში;
  • IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicast, Multicast მისამართები;
  • IPv4 და  IPv6 ქსელების ქვექსელებად დაყოფა;
  • ტრანსპორტის დონე (Transport Layer), TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა;
  • გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (DNS, DHCP, SMTP, POP, IMAP);
  • მარშრუტიზატორების (Router) აგებულება, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა;
  • Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის კონფიგურაცია, ინტერფეისების კონფიგურაცია;
  • სტატიკური და დინამიური მარშრუტები, სტატიკური მარშრუტების კონფიგურაცია;
  • DHCP პროტოკოლის კონფიგურაცია მარშრუტიზატორზე;
  • NAT-ის განხილვა და კონფიგურაცია;
  • Access List (ACL) კონფიგურაციები;
  • მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (TP-Link, D-Link);
  • უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
  • MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
  • ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა; Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი; 
  • კაბელებთან, ინტერფეისებთან, მოწყობილობებთან და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
  • Command Prompt-ის ქსელურ ბრძანებებთან მუშაობა (Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup)
  • ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Microsoft Network Monitor, Nagios, Advanced IP Scanner, Wireshark და ა.შ)
მსგავსი განცხადებები
“NEBOSH”-ის საერთაშორისო სერტიფიკატის ტრეინინგი შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში

RRC Training and Consultancy Georgia


05 აპრ - 25 აპრ

1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკულ კურსი

Rossoft Training Centre


11 აპრ - 09 მაის

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის

IT ინჟინერიის შემსწავლელი კურსი 150 ლარად 250 ლარის ნაცვლად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


12 აპრ - 11 მაის

Online Training Programs Development

Deloitte Consulting Overseas Projects


04 აპრ - 03 მაის

PHOTOSHOP CC; COREL DRAW X8; ADOBE ILLUSTRATOR -ის  კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


16 აპრ - 15 მაის

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის