რძის წარმოების მთავარი ტექნოლოგის თანაშემწე

თარიღები: 12 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@agrohub.ge
სოფლის მეურნეობა:  მერძევეობა

კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას რძის წარმოების მთავარი ტექნოლოგის თანაშემწის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს ტექნოლოგიური პროცესების მართვა;
  • საწარმოო დანადგარების მართვა და კონსულტაციების გაწევა; 
  • რძის ნორმალიზაცია და ტექნოლოგიური პროცესების მართვა, რძის და რძის შემადგენლობის  და წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • რძის პროდუქტების ხარისხზე და გემოვნურ თვისებებზე მუდმივი ზრუნვა მისი გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით;
  • რეზერვუარებში არსებული რძის  ხარისხის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, დავალებების მიცემა და კონტროლი;
  • მთავრ ტექნოლოგთან შეთანხმებით პროდუქციის შეთანხმებით  გეგმის შემუშავება;
  • ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვა;
  • მზა პროდუქციის ხარისხის და ნაშთების განსაზღვრა;
  • მზა პროდუქციის, დამხმარე ნედლეულის ,შესაფუთი მასალების  შენახვის ვადებზე კონტროლი და პასუხისმგებლობა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საკვები პროდუქტების ტექნოლოგიაში;
  • ტექნოლოგად მუშაობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • ლოგიკური აზროვნება;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პოზიციაზე განიხილება მამრობითი სქესის წარმომადგენელი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge  2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

 გისურვებთ წარმატებას!