ხარისხის მართვის მენეჯერი

კარდიო-ანგიოლოგიური პროფილის კლინიკა

თარიღები: 12 აპრ - 10 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: hr.hospital.mail@gmail.com
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა:  წარმოების ხარისხის კონტროლი სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)

კარდიო-ანგიოლოგიური პროფილის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
  • სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების შეფასება და რეაგირება;
  • ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;
  • სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და რეაგირება;
  • დამფინანსებლებთან ერთად დოკუმენტაციის განხილვის პროცესში კლინიკის ინტერესების დაცვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
  • სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • კლინიკური სამედიცინო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

 

აუცილებელი ცოდნა:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №108/ნ; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება №338/ნ; საქართველოს მთავრობის დადგენილება №36);
  • სამედიცინო კლასიფიკატორების (ICD-10; NCSP) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • MS Office-ს კარგი ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.hospital.mail@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 12/05/2018.

მსგავსი განცხადებები
სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


29 მარ - 27 აპრ

Assistant to Pricing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 17 მაის

General Physician/Neurologist/Orthopedist/Cardiologist/ Allergologist

ამერიკული სამედიცინო ცენტრები


28 მარ - 26 აპრ

ანალიზის პასუხების დამგზავნი ოპერატორი

ვისტამედი


20 აპრ - 27 აპრ

ასისტენტი

სუპერ-დენტი +


03 აპრ - 01 მაის

გადაუდებელი დახმარების სამსახურისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი

პირველი სამედიცინო ცენტრი


13 აპრ - 12 მაის

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის/ ER ექიმი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


04 აპრ - 30 აპრ