კონდიტერი

თარიღები: 12 აპრ - 25 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vacancy@goodwill.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  კონდიტერი

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

  „გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

  ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად  მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე ქ. თბილისში

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად პროდუქტის ფორმირება
  • პროდუქტის დანადგარით დამუშავება
  • პროდუქტის რაოდენობის კონტროლი
  • ინგრედიენტების ხარისხის შემოწმება

 

მოთხოვნები:

  • კონდიტერის სამუშაო გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;

 

დამატებითი ინფორმაცია

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელთან და წარმოების ხელმძღვანელთან.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „კონდიტერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 აპრილი, 2018 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Assistant in Patisserie

რესტორანი DINEHALL


11 აპრ - 09 მაის

Executive Chef in Borjomi-შეფ-მზარეული ბორჯომში

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი


03 აპრ - 01 მაის

კონდიტერი

სასტუმრო მუზეუმი


04 აპრ - 02 მაის

კონდიტერი

ჯორჯიან ბეიქერს


27 მარ - 25 აპრ

კონდიტერი

MAESTRO GELATO


28 მარ - 25 აპრ

კონდიტერი

დოლჩე ვიტა


29 მარ - 27 აპრ

კონდიტერი

Lui Coffee


02 აპრ - 30 აპრ