დირექტორი

თარიღები: 12 აპრ - 26 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@caucasuscredit.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე საბანკო:  საბანკო(ზოგადი) ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)

კავკასუს კრედიტი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი.
  • ბიზნესის მართვისა და განვითარების მიზნით შესაბამისი, სტრატეგიული და ტაქტიკური ინიციატივების, სამოქმედო გეგმისა და ფინანსური სქემის შემუშავება/განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება.
  • სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა.
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში. გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათ მიერ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, ასევე მათ ოპერატიულ საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერის განხორციელება.
  • თანამშრომელთა მოტივირებისთვის კომპანიის  მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა. ასევე თანამშრომელთა გუნდის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობის აღება და მის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა  (შერჩევა, ტრენინგები, სასწავლო პროგრამები და სხვ.)
  • აუცილებელი ორგანიზაციული რეგულაციების და ინსტრუქციების შექმნა/განვითარება.
  • კომპანიის ინვესტორებისთვის  და სამეთვალყურეო საბჭოსთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა
  • ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ფინანსური ბიუჯეტის მომზადება, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, სარევიზიო მაკონტროლებელ ორგანოებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/მომზადება.
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში (MBA ჩაითველება უპირატესობათ)
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა
  • ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითველება უპირატესობათ)
  • შესაბამისი კანონმდებლობის, პროცედურების და პოლიტიკის ცოდნა

 

 

უნარ ჩვევები

 

  • დაგეგმვისა და კრიტიკული ანალიზის უნარი
  • ეფექტური  კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა
  • მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი, პატიოსანი და სანდო
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ–ჩვევების ქონა
  • თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი

 

დაინტერსებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@caucasuscredit.ge

მსგავსი განცხადებები
External and Internal Reporting Specialist

თიბისი ლიზინგი


18 აპრ - 17 მაის

ფინანსური დირექტორი

კავკასუს როუდ პროჯექტ


13 აპრ - 12 მაის

1C ბიზნეს გადაწყვეტილების პროექტების მენეჯერი

Rossoft


03 აპრ - 02 მაის

Atlassian Jira/Confluence/Hipchat ადმინისტრატორი

ლიბერთი ბანკი


20 აპრ - 04 მაის

Audit Manager

არესემ საქართველო


20 აპრ - 04 მაის

Business Analyst - ERP Projects

ასსეკო ჯორჯია


05 აპრ - 04 მაის

Chief Accountant

The Grove Design Hotel


05 აპრ - 04 მაის