დამხმარე ოპერატორი

თარიღები: 13 აპრ - 11 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 400 - 500
ელ. ფოსტა: hr@phfavorite.ge
წარმოება/ოპერაციები:  ბეჭდვა/დაკაბადონება/გამომცემლობა

კომპანია შპს „ფავორიტი სტილი“ აცხადებს  ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.

 

შპს „ფავორიტი სტილი“ 20 წლიანი გამოცდილების მქონე ფავორიტი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა, რომელიც  ეწევა პოლიგრაფიულ საქმიანობას და ის 2010 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი ბაზარზე.       

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://phfavorite.ge/

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროდუქციის დამზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის დახარისხება;
  • პროდუქციის ჩალაგება;
  • ხელმძღვანელების მითითებით სხვადასხვა დავალებების შერულება.

 

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

 

სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 10:00 – 19:00 სთ.

ანაზღაურება: 400 – 500 ლარი, + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე hr@phfavorite.ge  და  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
სერვის მენეჯერი

პრინტარეა


19 აპრ - 18 მაის