სადაზღვევო აგენტი ბათუმში

თარიღები: 13 აპრ - 12 მაის
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: Agents-Region@tbcinsurance.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) სადაზღვეო აგენტი/კონსულტანტი

კომპანიის შესახებ

სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

  • სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიებს  სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.
  • შრომის ანაზღაურება: საკომისიო
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი

 

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში: 

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხარებლებისათვის  სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

 

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
  • საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Agents-Region@tbcinsurance.ge

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: „სადაზღვევო აგენტი/ბათუმი“.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

 

მსგავსი განცხადებები
დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


19 აპრ - 03 მაის

ინდივიდუალური ანაზღაურების მენეჯერი

პსპ დაზღვევა


11 აპრ - 22 აპრ

სადაზღვევო აგენტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


13 აპრ - 12 მაის

სადაზღვევო აგენტი

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი


06 აპრ - 21 აპრ

სადაზღვევო აგენტი

თიბისი დაზღვევა


13 აპრ - 11 მაის

სადაზღვევო აგენტი ბათუმში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 აპრ - 01 მაის

სადაზღვევო აგენტი ქუთაისში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 აპრ - 01 მაის