მერჩენდაიზერი

თარიღები: 13 აპრ - 12 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: HR@globalbeergeorgia.com
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  მერჩენდაიზინგი

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.

 

Global Beer Georgia ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG,როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განთავსება;
  • მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ფასის და ვადების კონტროლი;
  • სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
  • პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
  • რეპორტინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ასაკი 18-29
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის, კონსულტანტის, გაყიდვების,მარკეტინგის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office)

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

 

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის  და დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com   გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მსგავსი განცხადებები
Merchandising Officer

ჯითი


30 მარ - 28 აპრ

მერჩენდაიზერი

ABD and Co


12 აპრ - 11 მაის

მერჩენდაიზერი ბათუმში

სადისტრიბუციო კომპანია ბაგრატი


20 აპრ - 19 მაის

პრომოუტერი

ბორან ლაითი


20 აპრ - 04 მაის

პრომოუტერი/ მერჩენდაიზერი

ქართულ-ბელორუსული ჯგუფი


16 აპრ - 14 მაის