მთავარი ბუღალტერი

თარიღები: 13 აპრ - 12 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@crp.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას.

შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აცხადებს ვაკანსიას  მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით.

 

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი
  • დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი
  • კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა
  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) შენახვა, კონტროლი და დაარქივება
  • პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება
  • კოპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
  • კოპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და ადმინისტრირება
  • ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება  (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილებას)
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • ბუღალტრული პროგრამა "Superfin"-ს სრულყოფილი ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • დროის მართვის უნარი

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@crp.ge 2018 წლის 13 მაისის  ჩათვლით. ისეთი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს არ განიხილება.

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
Chief Accountant

The Grove Design Hotel


05 აპრ - 04 მაის

English speaker accountant

KajPAY


10 აპრ - 09 მაის

ბუღალტერიის დეპარტამენტის მენეჯერი

DK Accounting Company


19 აპრ - 18 მაის

მთავარი ბუღალტერი

ჯორჯიან მოტორსი


13 აპრ - 28 აპრ

მთავარი ბუღალტერი

Nexia TA


17 აპრ - 16 მაის

მთავარი ბუღალტერი

Leventon


29 მარ - 27 აპრ

მთავარი ბუღალტერი

Doremi


03 აპრ - 01 მაის