მონიტორინგის თანამშრომელი

თარიღები: 13 აპრ - 12 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 450
ელ. ფოსტა: vacancy@ltb.ge
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი

ელთიბი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის თანამდებობაზე.

 

„ელთიბი  წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების  ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი;
  • კომპანიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება;
  • ინციდენტების ან რაიმე ობიექტის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • ყოველი დღის ბოლოს ტერიტორიის შემოვლა და ობიექტების შემოწმება;
  • ყველა ინფრასტრუქტურის გამართულობის, ადგილზე და წესრიგში ყოფნის გაკონტროლება.

 

მოთხოვნები:

  • დაცვის სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება (სამთავრობო და/ან კერძო დაცვა);
  • სამხედრო ბილეთი;
  • დისციპლინირებულობა.

 

ანაზღაურება: 450 ლარი.

სამუშაო გრაფიკი:  სამ დღეში ერთხელ, 24 სთ-იანი მორიგეობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “მონიტორინგის თანამშრომელი“.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.