ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტი

თარიღები: 13 აპრ - 11 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@gpost.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი)

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას  ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის, კონკურსის და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და წერილების მომზადება;
  • მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ელექტრონული ტენდერისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ერთიან სისტემაში ატვირთვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულო საგანმანათლებლო საფეხური – ბაკალავრიატი;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა რეზუმეების საფუძველზე;
  • გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტი“.

 

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  11.05.2018

მსგავსი განცხადებები
Procurement Manager

Carrefour Georgia


17 აპრ - 26 აპრ

Procurement Manager

Carrefour Georgia


21 აპრ - 20 მაის

Procurement Supervisor

Highbury Food and Beverage


20 აპრ - 03 მაის

Procurement/Logistics Senior Officer in Dedoplistskaro

HEKS-EPER


24 აპრ - 07 მაის

მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების საერთაშორისო შესყიდვების ანალიტიკოსი

გეფა


20 აპრ - 19 მაის

მომარაგების შესყიდვების მენჯერი ხობში

კოლხა


29 მარ - 27 აპრ

ტრენინგი/სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი

Go Global EDU


16 აპრ - 07 მაის