ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

თარიღები: 14 აპრ - 13 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში შემდეგი მიმართულებით:

  • ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა არქიტექტურის მიმართულებით (2 ვაკანსია).
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა არქიტექტურის მიმართულებით  (2 ვაკანსია).

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
  • ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ ან ცნობა პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი; 
  • ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • საგნის სილაბუს(ებ)ი; 

 

საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტორნული ფორმითაც;

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმებია:          

  • აკადემიური ხარისხი. ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა (სასურველია);
  • სამეცნიერო ნაშრომები;

 

დამატებითი კრიტერიუმებია: 

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე. 

კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2018 წლის 14 და 15 მაისს 12:00  საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.

კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 17 მაისს.

კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს  2018 წლის  18 მაისი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2018 წლის 22 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, www.ug.edu.ge და www.jobs.ge–ზე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).