კონკურსი ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით

თარიღები: 16 აპრ - 04 მაის
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: info@gba.ge
ტელეფონი: +995 32 2 18 34 86
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

განცხადება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით!

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სარევიზიო კომისიის 2018 წლის 11 აპრილის დადგენილების საფუძველზე აცხადებს კონკურსს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსურ აუდიტზე.

 

აუდიტმა უნდა მოიცვას შემდეგი ასპექტები:

 

  • ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
  • ასოციაციის პოტენციური  საოპერაციო და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ადექვატურობის ანალიზი და შეფასება;
  • ასოციაციის საქმიანობის ამსახველი  სხვადასხვა  ფინანსური დოკუმენტაციის (სტრატეგია, საოპერაციო გეგმა, ბიუჯეტი, პროცედურები და ინსტრუქციები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, ანგარიშები, ორგანიზაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტები, გარიგებები და სხვა დოკუმენტები) შემოწმება, მათი არსებობის, მიზნობრიობისა და არსებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
  • ფინანსური და მმართველობითი ანგარიშის განხილვა და შემოწმება;
  • ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
  • ორგანიზაციის აქტივების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
  • ანგარიშგების პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რევიზია და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნების წარმოდგენა.

 

 

დაინტრესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირობების შესახებ განაცხადი (მათ შორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მითითებით, კომპანიის გამოცდილების მოკლე მიმოხილვით) და წინადადებების პაკეტი აუდიტორული მომსახურების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ასოციაციის ოფისში დალუქული კონვერტით ან ელექტრონული ვერსია ერთი  დოკუმენტის სახით  PDF ფორმატში, დადასტურებული ხელმოწერით და ბეჭდით.

 

განაცხადებების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 16 აპრილიდან - 04 მაისის, 18:00 საათის ჩათვლით.  

მისამართი: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ 36.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: +995 32 2 18 34 86 ;+995 595 309 749;  ელ-ფოსტა: info@gba.ge

 

მსგავსი განცხადებები
Business Perception Survey on Policy Reforms/ბიზნესის განწყობის კვლევა ეკონომიკური რეფორმების შესახ

Deloitte Consulting Overseas Projects


25 აპრ - 24 მაის

CENN Organizational Audit Tender

CENN-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი


26 აპრ - 10 მაის

Tender for Development Oriented Primary Health Care Service on a Pilot Basis in Adjara Region

Unicef


18 აპრ - 16 მაის

Tender for Event Management and Visibility and Printing Services in Georgia

ევროპის საბჭო


20 აპრ - 19 მაის

Tender for m² Real Estate Infrastructure Project

m2 უძრავი ქონება


23 აპრ - 07 მაის

Tender for Security Services

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში


02 აპრ - 30 აპრ

Tender for Regulatory Impact Assessment

Tetra Tech ARD


05 აპრ - 30 აპრ