სამედიცინო ხარისხის სამსახურის მენეჯერი

კომპანია

თარიღები: 16 აპრ - 15 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: findyourjob1993@gmail.com
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო) წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  სამედიცინო ხარისხის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

მიზანი: სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორი, არასრული და არადროული წარმოებით კლინიკისათვის მიყენებული ზარალის მინიმიზაცია.

  • პაციენტის მართვისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პროცესში მოსალოდნელი/დაშვებული კლინიკური და ადმინისტრაციული ხარვეზების დროულად აღმოჩენა;
  • აღმოჩენილი კლინიკური და ადმინისტრაციული ხარვეზების აღმოფხვრის/ გამოსწორების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციაში და მისი წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომების/ხარვეზების შემცირება, ამ მიზნით სათანადო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება.
  • კლინიკაში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა სამედიცინო დოკუმენაციის წარმოების წესთან.
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შესაბამისობის კონტროლი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (შეტყობინებების დროულობის კონტროლი, დოკუმენტაციის სისრულე და ა.შ);

სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების შესაბამისობის კონტროლი:

  • ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების და კონსულტაციების შესაბამისობა პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან აღმოჩენილ ხარვეზებზე სათანადო რეაგირება და მათი აღმოფხვირის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • დასკვნითი დიაგნოზის შესაბამისობა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევებით და კონსულტაციებით მიღებულ მონაცემებთან;
  • მკურნალობის სქემის შესაბამისობა დიაგნოზთან;
  • რეფერალის საჭიროების შესაბამისობა პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასთან;
  • შემთხვევის მართვის თანმიმდევრულობა. 
  • სამედიცინო პერსონალისა და რეგისტრატორების კონსულტირება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან და ჯანდაცვის სამინისტროში შეტყობინებების გაკეთებასთან დაკავშირებით; მათთვის საჭირო ახსნა-განმარტებების და მითითებების მიცემა, დაშვებული ხარვეზების შემცირების და შესაძლებლობისამებრ, მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
  • მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ანგარიშგებების მომზადება და მიწოდება, უფლებამოსილი პირებისათვის.

 

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო სფეროში;
  • სასურველია კლინიკური მენეჯერის სერტიფიკატის ფლობა;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი სამუშაო დისციპლინა;
  • კონფიდენციალობის დაცვა;
  • კარგი წერითი და ვერბალური უნარები;
  • გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა ;

 

 

უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე აპლიკანტს.

შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: findyourjob1993@gmail.com  2018 წლის  16 მაისის  ჩათვლით.

თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საპირისპირო შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

 

მსგავსი განცხადებები
ანალიზის პასუხების დამგზავნი ოპერატორი

ვისტამედი


20 აპრ - 27 აპრ

ასისტენტი

სუპერ-დენტი +


03 აპრ - 01 მაის

გადაუდებელი დახმარების სამსახურისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი

პირველი სამედიცინო ცენტრი


13 აპრ - 12 მაის

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის/ ER ექიმი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


04 აპრ - 30 აპრ

გაყიდვების მენეჯერი

სამედიცინო ცენტრი გიგეა


25 აპრ - 24 მაის

ექთანი ბათუმში

კლინიკა ლაზერ მედი


04 აპრ - 03 მაის

ექთნის თანაშემწე ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის დეპარტამენტში

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი


11 აპრ - 10 მაის