ტრენინგი/სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი

თარიღები: 16 აპრ - 07 მაის
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: edu@goglobal.ge
ტელეფონი: +995599926565
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

Go Global EDU გიწვევთ  ტრენინგზე, „სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი კურსი“.

 

ტრენინგი განკუთვნილია : ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ახლად დასაქმებულია ან/და სურს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქმიანობის დაწყება; პირები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ბიზნეს-პროცესში ან დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვების  საფუძვლების შესწავლით.

პროგრამის მიზანი :

ტრენინგის მიზანია  დაეხმაროს  მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში ან/და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენაში და გადაჭრის გზების მოძიებაში. გააცნოს მსმენელებს ამ სფეროში არსებული გამოცდილება, გადასცეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და შესძინოს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ტრენინგის თემატიკა:

  • სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი მიმოხილვა: სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მისი ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, რელევანტური ნორმატიული აქტები აქტები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;
  • სახელმწიფო შესყიდვების მიზნები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან, დღგ-ს ფაქტორი.
  • შესყიდვის საშუალებები - ზოგადი მიმოხილვა; სახელმწიფო შესყიდვის ბიზნეს-პროცესი
  • გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში , ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები; შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები)
  • შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები), მონეტარული ზღვრები.
  • სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა  და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი;
  • სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან, შესყიდვების გეგმის კორექტირება;
  • შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში, ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები;
  • შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები);
  • ოქმების/შეტყობინებების შედგენა/სტატუსების მინიჭება, ხელშეკრულების გაფორმება, ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
  • დავების საბჭო, მისი ფუნქციები, მოვალეობები, განხილვის პროცედურები და გადაწყვეტილებები

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საათი

ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი

ტრენინგს უძღვებიან საქართველოში წამყვანი სპეციალისტები

ტრენინგის დაწყების თარიღი: 7 მაისი 2018

ტრენინგის დაწყების საათი: 19:00

ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ

 

 

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: 

http://goglobal.ge/ka/e-d-u-saganmanathleblo-platforma-registracia

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
ქ. თბილისი, გამრეკელის 19, 0160


ელ-ფოსტა: edu@goglobal.ge

ვებ-გვერდი: http://goglobal.ge/

ტელ: +995 599 926 565

მსგავსი განცხადებები
“NEBOSH”-ის საერთაშორისო სერტიფიკატის ტრეინინგი შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში

RRC Training and Consultancy Georgia


05 აპრ - 25 აპრ

1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკულ კურსი

Rossoft Training Centre


11 აპრ - 09 მაის

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials (CompTIA A+ )

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის

IT ინჟინერიის შემსწავლელი კურსი 150 ლარად 250 ლარის ნაცვლად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


12 აპრ - 11 მაის

IT ქსელის შემსწავლელი კურსი + პრაქტიკა

Next-IT Academy


12 აპრ - 10 მაის

Online Training Programs Development

Deloitte Consulting Overseas Projects


04 აპრ - 03 მაის

PHOTOSHOP CC; COREL DRAW X8; ADOBE ILLUSTRATOR -ის  კურსები

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი


16 აპრ - 15 მაის