ოპერატორი

თარიღები: 16 აპრ - 15 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@clean-house.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 90 ფილიალით.

  

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე;

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის  გააქტიურება და გადაგზავნა;
  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება.

 

მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (ფინანსური, საბუღალტრო ან ეკონომიკური განხრით)
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
  • მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა.

 

 

დამატებითი პირობები:

 

  • ანაზღაურება საწყის ეტაპზე 500 ლარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ოპერატორი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: www.clean-house.ge
ვიცხოვროთ „სუფთა სახლში“!

 

„სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც „სუფთა სახლისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „სუფთა სახლში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

მსგავსი განცხადებები
ბუღალტერი

კონსულტანტ პლიუსი


03 აპრ - 02 მაის

ბუღალტერი

პალიტრა მედია


19 აპრ - 18 მაის

ბუღალტერ-ოპერატორი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია GEWORD


10 აპრ - 09 მაის

ბუღალტერ–ოპერატორი

FINA


23 აპრ - 07 მაის

ბუღალტერ-ოპერატორი / სტაჟირება

ჯი ბი ემ სი


04 აპრ - 03 მაის

ოპერატორი

აუდიტ ენდ ლეგალ სერვის


17 აპრ - 30 აპრ