სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი

თარიღები: 16 აპრ - 29 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: jobs@gpih.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) ექსპერტი/შემფასებელი

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

 

პასუხისმგებლობები:

  • დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება;
  • კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა;
  • დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის ფაკულტეტს);
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ქართულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office );
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge

 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 აპრილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

 

მსგავსი განცხადებები
აგრო-ექსპერტი

თიბისი დაზღვევა


04 აპრ - 24 აპრ

სამედიცინო ზარალების მომსახურების კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


13 აპრ - 27 აპრ

IT პროექტის მენეჯერი

თიბისი დაზღვევა


05 აპრ - 26 აპრ

ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი სარეზერვო თანამშრომელი თბილისსა და ბათუმში

ლიბერთი ბანკი


04 აპრ - 03 მაის

ავტომობილების რემარკეტინგის მენეჯერი

თიბისი ლიზინგი


18 აპრ - 17 მაის

ასისტენტი აქტუარი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


20 აპრ - 04 მაის

აქტიური ქოლცენტრის ოპერატორი

თიბისი დაზღვევა


04 აპრ - 25 აპრ