სტაჟირება UGT -ის სერვის ცენტრში

UGT

თარიღები: 16 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@ugt.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

UGT წარმოადგენს წამყვან IT კომპანიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და ფუნქციონირების მხარდაჭერა. კომპანია ასევე ცნობილია უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკისა და მაღალი დონის აპარატურის მიწოდებით.

UGT-ს სერვის ცენტრში ვიწყებთ ინჟინერთა მოსამზადებელ 6 თვიან სტაჟირების პროგრამას შემდეგი მიმართულებებით: 

 

  • პროგრამულ/ტექნიკური უზრუნველყოფის ინსტალაცია და დიაგნოსტიკა;
  • პერიფერიული ტექნიკის (პრინტერების, ფაქსების, კოპიერების და სხვა საოფისე აღჭურვილობის) ინსტალაცია და დიაგნოსტიკა.

 

სტაჟირება 6 თვიანია და შედგება 3 ეტაპისგან:

I ეტაპი - 1 თვიანი სტაჟირება, ტესტირების საფუძველზე მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა;
II ეტაპი - სტაჟირება გაგრძელდება 2 თვის მანძილზე და მე-3 ეტაპზე გადასვლა მოხდება ასევე ტესტირების საფუძველზე;
III ეტაპი - 3 თვიანი სტაჟირება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მოხდება სტაჟიორის ან ჩვენს კომპანიაში ინჟინრად აყვანა ან გავუწევთ რეკომენდაციას რომელიმე ორგანიზაციაში სამუშაოდ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • IT სფეროს მიმართ ინტერესი/სიყვარული და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე  30 აპრილის  ჩათვლით  hr@ugt.ge –ზე და მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “ სტაჟირება UGT სერვის-ცენტრში“.

იუ-ჯი-თი გისურვებთ წარმატებას!


 

მსგავსი განცხადებები
CRM სისტემების კონსულტანტი

UGT


10 აპრ - 24 აპრ

Database Developer

Vokalz


18 აპრ - 02 მაის

IT მენეჯერი

კომპანია


29 მარ - 27 აპრ

IT სპეციალისტი

ლაივ საფორთი


29 მარ - 27 აპრ

Oracle DBA in IT Department

ლიბერთი ბანკი


20 აპრ - 04 მაის

Technico-Functional Consultant / Microsoft CRM Consultant

Prodware


19 აპრ - 18 მაის

Troubelshooter

მიკრონეტი


14 აპრ - 21 აპრ