სავაჭრო დარბაზის კონსულტანტი ბათუმში

თარიღები: 16 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: hrbatumi@goodwill.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში

პოზიციის მდებარეობა: ქ. ბათუმი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
  • მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

 

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

 

დამატებითი ინფორმაცია

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 14 დღიან სტაჟირებას (ეს პერიოდი არ არის ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrbatumi@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო  ვადაა 30 აპრილი, 2018 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Brand Ambassador/Consultant

HRRA


19 აპრ - 04 მაის

English/German/Russian speaking sales Representative

ProMarketing


02 აპრ - 01 მაის

English/Germany/Russian speaking Sales Executive

ProMarketing


03 აპრ - 02 მაის

Sale Representative/Sale Consultant

S.C.W Structures


02 აპრ - 01 მაის

Sales Assistant in Batumi

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი კოტონი


10 აპრ - 08 მაის

Sales Assistant in Kutaisi

ATU Duty Free


26 აპრ - 10 მაის

ავეჯის კონსულტანტი

ახალი ნათება


25 აპრ - 30 აპრ