ხარჯების მაკონტროლებელი ბათუმში

გრანდ გლორია

თარიღები: 16 აპრ - 15 მაის
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: HRGrandGloria@gmail.com
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი) ბუღალტერ - აღმრიცხველი ფინანსური კონტროლერი ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ტურიზმი(ზოგადი)

მაღალი დონის სასტუმრო გრანდ გლორია, რომელიც ივნისში იხსნება ბათუმში, აცხადებს ვაკანსიას ხარჯების მაკონტროლებლის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია კომპანიის ხარჯების სათანადო კონტროლზე, შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შექმნასა და დანერგვაზე
  • Materials Control-ში დაარეგისტრიროს, გააკონტროლოს და მუდმივად ქონდეს განახლებული ინფორმაცია კომპანიის სრული მარაგის შესახებ
  • შექმნას კომპანიის მიერ შემუშავებული მენიუს შესაბამისი კალკულაციები და შეიტანოს მისი დეტალები Materials Control-ში
  • მთავარი ბუღალტრისთვის, ფინანსური მენეჯერისთვის და საწყობის სპეციალისტისთვის რეგულარულად შექმნას რეპორტები კომპანიის არსებულ მარაგებთან დაკავშირებით
  • მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში და დანაკლისების/ ზედმეტობის სათანადოდ მართვაში

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასტუმროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • MS Office-ის, განსაკუთრებით, ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება, შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი

 

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

აღნიშნული თანამდებობით დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HRGrandGloria@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
ბუღალტერი

Toto HR Consulting


05 აპრ - 04 მაის

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების  მენეჯერი

ვიანორი


17 აპრ - 16 მაის

1C-ს ბუღალტერ-ოპერატორი

ენგადი


24 აპრ - 23 მაის

Accountant / Internal Auditor

Mercure Tbilisi Old Town


12 აპრ - 11 მაის

Domestic tourism Manager

Tetra Travel


03 აპრ - 02 მაის

English Speaking Call center Operator

Holiday Factory


04 აპრ - 03 მაის

Executive Chef in Borjomi-შეფ-მზარეული ბორჯომში

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი


03 აპრ - 01 მაის