შესყიდვები/მარაგების სამსახურის ხელმძღვანელი

თარიღები: 16 აპრ - 29 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@insta.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა

ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 19 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.

ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH  (King David Residence), საერთაშორისო სასტუმროების ქსელები - Crown Plaza, Moxy, Ramada, ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი) და სხვა.

ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 7000-მდე დასახელების პროდუქტი. ჩვენი გუნდი ტრენინგებს გადის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo, Omron და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას

ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების და მარაგების სამსახურის ხელმძღვანელის პიზიციაზე

პოზიციის ზოგადი აღწერილობა:

შესყიდვების და მარაგების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობები მოიცავს შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის პროცესების სისტემატურ დახვეწას და განვითარებას, მარაგების მართვას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლების ბაზრის კვლევას და მათთან მჭიდრო ურთიერთობას.

თქვენ საქმიანობას პირდაპირი გავლენა ექნება კომპანიის წარმატებაზე, შესაბამისად თქვენთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფუნქცია საუკეთესო ხარისხის პროდუქციის, საუკეთესო პირობებით შეძენაა.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • შესყიდვების სტრატეგიის და  პროცესების შემუშავება, ხელმძღვანელობა და განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმვა მიმართულებების მიხედვით (პროექტები, საცალო ვაჭრობა, წარმოება);
  • პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებულ მომწოდებლებთან პროდუქციის დაკვეთა და გადახდის პირობების შეთანხმება;
  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების  მოძიება, შეფასება, ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
  • გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა და დაკვეთების კოორდინაცია; არსებული მარაგების შესახებ სისტემატიური რეპორტის წარმოება;
  • სამომავლო მოთხოვნების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • ლოჯისტიკის პროცესის კოორდინაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი;
  • გუნდის შედეგების შეფასება, პროცესის დახვეწაზე და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ტენდერების ჩატარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აქედან 1 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • მსგავს სფეროში მოღვაწე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ERP სისტემით (1C, SAP, MS Dynamics) მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

 

უნარები:

 

  • კარგი მოლაპარაკებების წარმართვის  უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კარგი წერითი უნარები;
  • ინიციატივიანობა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სხარტი აზროვნება, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

რას გთავაზობთ ჩვენ?!

პროფესიულ და პიროვნულ განვითარების შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ და სტაბილურ სამუშაო გარემოს . ცხოვრების საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ სამუშაო ადგილას - ამიტომაც ჩვენთვის ნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი თავს კარგად გრძნობდეს სამუშაო პერიოდშიც. ვახორციელებთ საინტერესო გუნდურ აქტივობებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებებს და ერთად ვქმნით დადებით და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს.

 

დამატებითი ბენეფიტები:

 

  • კორპორატიული დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი (და საჭიროების შემთხვევაში მობილური);
  • მივლინების შემთხვევაში, კომპანიის ავტომანქანა, საწვავი და საცხოვრებელი ადგილი.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ თვლით რომ თქვენთვის ჩვენი შემოთავაზება საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება ვაკანსიის აღწერილობას, დააფიქსირეთ თქვენი სურვილი და  გამოგვიგზვანეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2018 წლის 29 აპრილი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს  www.insta.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
მომარაგების შესყიდვების მენჯერი ხობში

კოლხა


29 მარ - 27 აპრ

Procurement Manager

Carrefour Georgia


17 აპრ - 26 აპრ

Procurement Manager

Carrefour Georgia


21 აპრ - 20 მაის

Procurement Supervisor

Highbury Food and Beverage


20 აპრ - 03 მაის

Procurement/Logistics Senior Officer in Dedoplistskaro

HEKS-EPER


24 აპრ - 07 მაის

ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტი

საქართველოს ფოსტა


13 აპრ - 11 მაის

მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების საერთაშორისო შესყიდვების ანალიტიკოსი

გეფა


20 აპრ - 19 მაის