შესყიდვების სუპერვაიზერი ბათუმში

გრანდ გლორია

თარიღები: 16 აპრ - 15 მაის
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: HRGrandGloria@gmail.com
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი

მაღალი დონის სასტუმრო გრანდ გლორია, რომელიც ივნისში იხსნება ბათუმში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

  • განახორციელოს ბაზრის და კონკურენტების ანალიზი, ეძებოს საუკეთესო გარიგებები რათა უზრუნველყოს მომმარაგებლისგან  საუკეთესო პროდუქტის საუკეთესო ფასად შეძენა, მოწოდების განრიგის გათვალისწინებით და ხარისხის გარანტიის პირობებით
  • უნდა იყოს ხარჯ–ეფექტური სხვადასხვა ფაქტორებთან გამკლავებისას, როგორიცაა რისკების მართვა და ეთიკური საკითხები
  • გამოიყენოს კომპანიის ბიუჯეტი გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
  • განჭვრიტოს მომსახურებისა და პროდუქტების მოთხოვნის სავარაუდო დონე, რათა დაკმაყოფილებულ იქნას ბიზნესის საჭიროებები და მუდმივად შეამოწმოს მარაგის დონე, რათა უზრუნველყოს ბიზნესის ეფექტურობა
  • შეისყიდოს, დაარეგისტრიროს, გააკონტროლოს და მუდმივად ქონდეს განახლებული ინფორმაცია კომპანიის სრული მარაგის შესახებ
  • ითანამშრომლოს მომწოდებლებთან, მწარმოებელთან, შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან და მომხმარებლებთან
  • განსაზღვროს პოტენციური მომწოდებელი, ესტუმროს არსებულ მომწოდებლებს და დაამყაროს და შეინარჩუნოს მყარი და ეფექტური ურთიერთობა მათთან
  • მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს ყოველწლიური ინვენტარიზაცია
  • აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს კონტრაქტები და თვალყური ადევნოს მათ მიმდინარეობას – შეამოწმოს მოწოდებული მოსახურების ხარისხი
  • იყოს ინფორმირებული ახალი და არსებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სფეროში, მოიპოვოს მომარაგებლის სერთიფიკატი/ლიცენზია მსგავსის არსებობის შემთხვევაში
  • მოახდინოს ვადების ოპტიმიზაცია და მიიღოს სპეციალური შემოთავაზებები, ფასდაკლებები, სხვადასხვა პრომო პროგრამები გამყიდველებისგან

 

მოთხოვნები:

  • აუცილებელია სასტუმროში იგივე თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • ორგანიზებულობა, პატიოსნება, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა
  • ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა

 

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

აღნიშნული თანამდებობით დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HRGrandGloria@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
Procurement Manager

Carrefour Georgia


17 აპრ - 26 აპრ

Procurement Manager

Carrefour Georgia


21 აპრ - 20 მაის

Procurement Supervisor

Highbury Food and Beverage


20 აპრ - 03 მაის

კატეგორიების მართვის დეპარტამენტის უფროსი

ალტაოქეი


26 მარ - 24 აპრ

მომარაგების შესყიდვების მენჯერი ხობში

კოლხა


29 მარ - 27 აპრ

შესყიდვების მენეჯერი

მითანა


28 მარ - 26 აპრ

შესყიდვების მენეჯერი/მთავარი ბუღალტერი

უნიმედი


11 აპრ - 25 აპრ