ბუღალტერი ბათუმში

გრანდ გლორია

თარიღები: 16 აპრ - 15 მაის
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: HRGrandGloria@gmail.com
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი) ბუღალტერი (წარმოება)

მაღალი დონის სასტუმრო გრანდ გლორია, რომელიც ივნისში იხსნება ბათუმში, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

  • მთავარ ბუღალტერს დაეხმაროს განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში
  • აწარმოოს კომპანიის ბუღალტრული დოკუმენტაცია
  • განახორციელოს საბუღალტრო ოპერაციები
  • ყოველდღიურად განახორციელოს ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი
  • მოიპოვოს და სათანადოდ შეინახოს კომპანიის საქმიანობასთან, გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია
  • მოამზადოს ყოველთვიური დეკლარაცია და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახებ
  • აწარმოოს კომპანიის კუთვნილი ქონების აღრიცხვა და მონიტორინგი

 

მოთხოვნები:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია სასტუმროს ან რესტორნის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • საგადასახადო და სხვა ფინანსური კანონმდებლობის კარგი ცოდნა
  • აუცილებელია საბუღალტრო  და სასტუმროს მართვის პროგრამების (Fidelio, Materials Control) ცოდნა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი
  • ყურადღებიანი და დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი

 

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.

აღნიშნული თანამდებობით დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარებიც შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HRGrandGloria@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითონ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვისი რეზიუმეც შეირჩევა რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე.

მსგავსი განცხადებები
Accountant / Internal Auditor

Mercure Tbilisi Old Town


12 აპრ - 11 მაის

ბუღალტერი

Toto HR Consulting


05 აპრ - 04 მაის

ბუღალტერი

მინა


19 აპრ - 18 მაის

ბუღალტერი

სადისტრიბუციო კომპანია ვი ჯი


25 აპრ - 24 მაის

ბუღალტერი

ლიდერ ჯგუფი


25 აპრ - 24 მაის

ბუღალტერი

ჯეოპეკი


25 აპრ - 24 მაის

ბუღალტერი ბათუმში

ATA Partners


25 აპრ - 24 მაის