პერსონალური ექიმის ასისტენტი

თარიღები: 16 აპრ - 27 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@imediL.ge
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის  თანამდებობაზე.

 

  • სამუშაო ადგილმდებარეობა:  “იმედი L”  - ის პროვაიდერი კლინიკა
  • სამუშაო საათები:  ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00.

 
 

ძირითადი მოვალეობები:

  • ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
  • დანიშნულებისა და მიმართვების გაცემა,;
  • დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
  • საგარანტიო წერილებისა და ისტორიების პროგრამული ასახვა;
  • პაციენტისათვის ხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.
     

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
     

 

აუცილებელი უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 აპრილი, 2018 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ანალიზის პასუხების დამგზავნი ოპერატორი

ვისტამედი


20 აპრ - 27 აპრ

ასისტენტი

სუპერ-დენტი +


03 აპრ - 01 მაის

გადაუდებელი დახმარების სამსახურისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი

პირველი სამედიცინო ცენტრი


13 აპრ - 12 მაის

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის/ ER ექიმი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


04 აპრ - 30 აპრ

გაყიდვების მენეჯერი

სამედიცინო ცენტრი გიგეა


25 აპრ - 24 მაის

ექთანი ბათუმში

კლინიკა ლაზერ მედი


04 აპრ - 03 მაის

ექთნის თანაშემწე ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის დეპარტამენტში

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი


11 აპრ - 10 მაის