მთავარი ბუღალტერი

თარიღები: 17 აპრ - 16 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 4000
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@nexia.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International-ს საქართველოში.

აუდიტორული კომპანია შპს "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

განაკვეთი: სრული

მდებარეობა: საბურთალო

ანაზღაურება: 4000 ლარიდან (გამომდინარე კვალიფიკაციიდან)

 

პოზიციის დანიშნულება:

  • კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
  • ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

 

ფუნქციები:

 

1. კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:

 

  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • წლიური  ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა

 

2. ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:

 

  • ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
  • მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
  • სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
  • სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
  • მასალების მოძრაობის კონტროლი
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი

 

პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

 

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

  • განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილებას)

 

 

პროფესიული უნარები:

 

აუცილებელი ცოდნა: საგასახადო კანონმდებლობის ცოდნა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. სასურველია ლიცენზია ზოგად აუდიტში ან პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი.

 

 

ტექნიკური უნარები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა

 

 

 

უნარები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
  • ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება
  • ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა
  • ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
  • გუნდური მუშაობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი - სამშენებლო", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
Chief Accountant

The Grove Design Hotel


05 აპრ - 04 მაის

English speaker accountant

KajPAY


10 აპრ - 09 მაის

ბუღალტერიის დეპარტამენტის მენეჯერი

DK Accounting Company


19 აპრ - 18 მაის

მთავარი ბუღალტერი

კავკასუს როუდ პროჯექტ


13 აპრ - 12 მაის

მთავარი ბუღალტერი

ჯორჯიან მოტორსი


13 აპრ - 28 აპრ

მთავარი ბუღალტერი

Leventon


29 მარ - 27 აპრ

მთავარი ბუღალტერი

Doremi


03 აპრ - 01 მაის