ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი

თარიღები: 17 აპრ - 02 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vacancy@europebet.com
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  კლიენტთა მომსახურება ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  გართობის სექტორი

ევროპაბეთი 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეტსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. 

კომპანია ევროპაბეთი (europebet.com) განაგრძობს ზრდას და ამიტომ ჩვენ ვეძებთ ახალ თანამშრომლებს ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: 7

 

სამუშაო საათები: 8 საათიანი სამუშაო ცვლა (3 ცვლიანი სამუშაო ციკლი, რომელიც მოიცავს ღამის სამუშაო ცვლებსაც)

 

ანაზღაურების სისტემა:

  • საწყისი შრომის ანაზღაურება - 500 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე; 
  • 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ -  600 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე;

 

6 თვის თანამშრომლობის თავზე - შრომის ანაზღაურების ზრდა საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგად მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად დამატებითი სარგებელი: ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება ღამის სამუშაო ცვლაში.

როლი:

ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი პასუხობს მომხმარებელთა შეკითხვებს  კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (live chat, facebook messenger, viber, email) და ეხმარება  მათ ანგარიშთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. 

თუკი გიყვართ სპორტი ან/და ინტელექტუალური თამაშები, გიყვართ ადამიანების დახმარება და გაქვთ აზარტი, რომ განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

 

შერჩევის ეტაპის გადალახვის შემდეგ თქვენ გაივლით 3 კვირიან ტრენინგს, რომლის მანძილზეც შეისწავლით პროდუქტებსა და მომსახურების სტანდარტებს. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ დასაქმდებით კომპანიაში.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან/და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვის უნარი;
  • ქართული ენაზე გამართულად წერის უნარი; 
  • არასტანდარტულ, დღისა და ღამის, ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;

 

ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ გთავაზობთ როლს, რომელშიც შეგიძლიათ გამოავლინოთ საკუთარი ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება მთელს აზარტული თამაშების ბიზნესში და ამიტომაც მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.  კომპანია თქვენთვის უზრუნველყოფს ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიან სახელფასო ანაზღაურებას, ხელსაყრელ საბონუსე სისტემასა და კომფორტულ სამუშაო გარემოს. კოლეგიალურ და მეგობრულ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ სრულად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად. 
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ ევროპაბეთის დიდ გუნდს, გთხოვთ 2 მაისამდე გამოაგზავნოთ თქვენი cv/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@europebet.com და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი“

მსგავსი განცხადებები
თამაშის ონლაინ წარმდგენი

Multi Task


13 აპრ - 27 აპრ

CCTV Operator

CASINO JEWEL


18 აპრ - 16 მაის

Dealer

სამორინე ივერია


03 აპრ - 30 აპრ

General Accountant

Holiday Factory


04 აპრ - 03 მაის

ადმინისტრაციის მენეჯერი

Evolution Gaming


23 აპრ - 06 მაის

ანიმატორი

Carrefour Georgia


24 აპრ - 08 მაის

ანიმატორის დამხმარე/მოლარე-ოპერატორი

მაქსი ლენდი


23 აპრ - 22 მაის