დიჯიტალ მედია მენეჯერი

თარიღები: 17 აპრ - 16 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: HR@orinabiji.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი ინტერნეტ მარკეტინგი სავაჭრო მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

„ორი ნაბიჯი“ პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც  უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.  
2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. 
ამჟამად, კომპანია ფლობს 113 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში. 
დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. 

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს  ვაკანსიას დიჯიტალ მედია მენეჯერის თანამდებობაზე.

 

ფუნქციები:

  • კომპანიის წარმოჩენა ციფრულ სივრცეში და ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა (სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებები, ვებ-გვერდი, აპლიკაცია, საძიებო სისტემები და სხვა);
  • SEO დაგეგმვა და შესრულება;
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვა, მართვა, გაზომვა (ROI, KPIs) და რეპორტინგი;
  • მიმდინარე ტრენდებისა და ახალი მიდგომების მუდმივი მონიტორინგი დანახარჯების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
  • ახალი პროექტებისათვის იდეების გენერირება;
  • სეგმენტირებისა და ტარგეტინგის ახალი მეთოდების მოძიება და დანერგვა ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
  • სხვადასხვა ტიპის ტესტების დაგეგმვა და აღსრულება (A/B, usability, etc);
  • კომპანიის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის პროექტის მართვა;
  • სხვადასხვა ციფრული კონტენტის მენეჯმენტი;
  • ქართულ და გლობალურ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ტენდენციების, რეიტინგებისა და საძიებო სისტემების მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • Google adwords  მუშაობის გამოცდილება;
  • Frontend დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება (HTML, CSS, Javascript).
  • SEO და SEM ტექნიკების ცოდნა;
  • A/B ტესტ მეთოდის ცოდნა;
  • ვებ-ანალიტიკის ცოდნა;
  • Photoshop/Illustrator/ Corel კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდურობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე  HR@orinabiji.ge
გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

მსგავსი განცხადებები
მარკეტინგის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია პრაიმი


26 აპრ - 25 მაის

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

მედგრუპ ჯორჯია


23 აპრ - 22 მაის

Assistent to Online Marketing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 16 მაის

PR მენეჯერი/ოპერატორი

new way


18 აპრ - 16 მაის

PR მენეჯერის ასისტენტი რუსთავში

AUTOPAPA


20 აპრ - 10 მაის

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის

Public Relations Manager

ბიქსტრიმი


02 აპრ - 01 მაის