ტელემარკეტერის ანაზღაურებადი სტაჟირება

თარიღები: 17 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ელ. ფოსტა: hr@odisea.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი ტელემარკეტინგი

კომპანია ოდისეა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტელემარკეტერის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.


რა არის ტელემარკეტინგი და რა მომავალი აქვს მას?

ტელემარკეტინგი წარმოადგენს გაყიდვების  თანამედროვე მიმართულებას, რომელზე მოთხოვნაც ყოველწლიურად იზრდება.

დროის დეფიციტისა და გადატვირთული სააგზაო მოძრაობის ფონზე ტელემარკეტერი სთავაზობს მომხმარებელს მისთვის სასურველ პროდუქტს, ხოლო კურიერი (ოდისეას შემთხვევაში უფასოდ) აწვდის მოსახერხებელ ტერიტორიაზე.

მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ასეთი კომპანიების რიცხვი, შესაბამისად, ამ პოზიციაზე სამუშაო ადგილების რაოდენობაც.

ტელემარკეტინგი არის მომავლის პროფესია.

 

კომპანია ოდისეა გთავაზობთ უფასოდ შეისწავლოთ ტელემარკეტინგი, დაეუფლოთ თანამედროვე პროფესიას და დაიწყოთ კარიერა ჩვენთან ერთად.

კომპანიის შესახებ:

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია „ოდისეა“ 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს  უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის  საუკეთესო პირობების შეთავაზება.

2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება - ისრაელის პრემიუმ კლასის კოსმეტიკის Mon Platin-ის ბრენდის სატელეფონო გაყიდვები ადგილზე მიტანის სერვისით.

სტაჟირების ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150.

გრაფიკი: 10:00 სთ – 16:00 სთ / 16:00 სთ – 22:00 სთ მონაცვლეობით (კვირაში 36 სამუშაო საათი, შესაძლებელია მხოლოდ საღამოს ცვლაც).

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
  • კომპანიის პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
  • მომხმარებელთა  ბაზის განვითარება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალობის შენარჩუნებაზე/განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ქოლ-ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;

 

პირობები

სტაჟირება

  • ტელემარკეტინგისა და ზოგადად გაყიდვების შესწავლა უფასოდ;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება ერთი თვე: 200 ლარს +% პირადი გაყიდვებიდან.

 

დასაქმების შემთხვევაში

 

  • ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი ელემენტარულ დონეზე;

 

პიროვნული თვისებები:

 

  • სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • შრომისმოყვარეობა.

 

შერჩევის ეტაპები:

 

  • განაცხადის განხილვა;
  • ჯგუფური გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • გაყიდვების ტრენინგი.

 

დაინტერესებულმა  პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge

ან მოიტანეთ CV  ყოველდღე  ორშაბათიდან  პარასკევის   ჩათვლით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სტაჟიორი), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
მარკეტინგის აღმასრულებელი

HH Recruitment


20 აპრ - 25 აპრ

Assistent to Online Marketing Manager

გერმანული ელ. კომერციის კომპანია


18 აპრ - 16 მაის

Creative Strategist

მოზაიკა


04 აპრ - 01 მაის

Deutschsprachigen Verkauf und Online-Marketing Agent

Envirotech


23 აპრ - 07 მაის

English Speaking Telemarketer in Batumi

Datacom Development


13 აპრ - 27 აპრ

Internship Program SMART START

Philip Morris Georgia


02 აპრ - 01 მაის

Non-Georgian Manager Assistant

Financial Company


02 აპრ - 01 მაის