ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი

თარიღები: 17 აპრ - 15 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: career@libertybank.ge
საბანკო:  მოლარე (საბანკო) საბანკო(ზოგადი)

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • სავალდებულოა საბანკო ან საშემფასებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • შეფასების სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
  • სასურველია შემფასებლის სერთიფიკატის ფლობა;
  • ავტო ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომანქანის ექსპერტიზა / შეფასება;
  • ავტო ბაზრის პერიოდული ანალიზი;
  • ბანკისათვის უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული გირაოს საბაზრო და საგირავნო ღირებულების გაანგარიშება;
  • დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

უნარები:

  • საგირავნო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 17 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

მსგავსი განცხადებები
Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


29 მარ - 27 აპრ

აქტივების მართვის და შეფასების მენეჯერი

თიბისი ლიზინგი


03 აპრ - 01 მაის

ბექ-ოფისის მოლარე ბათუმში

საქართველოს ბანკი


10 აპრ - 24 აპრ

გადამთვლელი მოლარე / რეზერვი

თიბისი ბანკი


20 აპრ - 29 აპრ

დესკის მოლარე-ოპერატორი

4Finance Group


20 აპრ - 19 მაის

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი ვაზისუბანში

ბაზისბანკი


16 აპრ - 30 აპრ

მოლარე კაჭრეთში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი


12 აპრ - 26 აპრ