დაცვის სპეციალისტი სოფელ იმირში

თარიღები: 17 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: მარნეული
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: vacancy@heidelbergcement.ge
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება:  დაცვა (ზოგადი)

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე ინერტული მასალების ქარხანაში მარნეულის რაიონის სოფელ იმირში.

  • ქარხნის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
  • პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში (მაგ, დასაცავ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ან უცხო და საეჭვო პირის არსებობის შემთხვევაში);
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივად შემოწმება, რათა უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;
  • ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
  • განათების საშუალებების, კამერების, ღობის მუდმივად შემოწმება;
  • კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • ქარხნის მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 30 აპრილისა, 2018.

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი/დაცვა ანაკლიაში

სასტუმრო ანაკლია


18 აპრ - 17 მაის

დაცვა

მარკეტი ზღაპარი ვარკეთილში


30 მარ - 28 აპრ

დაცვა

ევროპროდუქტი


03 აპრ - 02 მაის

დაცვა მახინჯაურში

სამკერვალო ფაბრიკა ჯორჯიან ტექსტილი


16 აპრ - 14 მაის

დაცვის  თანამშრომელი

ალგანი


11 აპრ - 10 მაის

დაცვის თანამშრომელი

UGT


04 აპრ - 03 მაის

დაცვის თანამშრომელი

კანაპე


10 აპრ - 08 მაის