ფარმაცევტი ბათუმში

თარიღები: 17 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

სამედიცინო:  ფარმაცია

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს  ფარმაცევტის ვაკანსიას ბათუმში

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78  კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ბათუმი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5  სამუშაო დღე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი   განყოფილებების მიხედვით;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
  • აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე  ნაშთის კონტროლი;
  • აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაციის  უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება სავალდებულოა ფარმაციის მიმართულებით.
  • სასურველია ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა.

  

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 მაისი, 2018

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:   https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/farmacevti-batumi1.page

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
აფთიაქის მენეჯერი-ამბულატორიის ხელმძღვანელი ბათუმში

სამედიცინო კლინიკა


10 აპრ - 09 მაის

დღის ფარმაცევტი

პანაცეა


30 მარ - 28 აპრ

კონსულტანტი

ფარმაცევტული სახლი +


17 აპრ - 01 მაის

სააფთიაქო ბაზაში საწყობის თანამშრომელი

ფარმაცევტული სახლი +


18 აპრ - 02 მაის

სტაჟირება-ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი


17 აპრ - 01 მაის

ფარმაცევტთა გადამზადების კურსები PSP-ში სტაჟირებით/ შემდგომში დასაქმებით

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აპრ - 22 მაის

ფარმაცევტი

აფთიაქი ფარმზონა


25 აპრ - 30 აპრ