მტვირთავი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში

თარიღები: 17 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: ლანჩხუთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@heidelbergcement.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის თანამდებობაზე ცემენტის ტერმინალში ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში.

 

დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ცემენტის გადატვირთვა (შეფუთული და ნაყარი)
  • რკინიგზის ვაგონების დროული დაცლა ტვირთისგან, მასალისგან და დასუფთავება
  • შრომის უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დაცვა
  • სამუშაო ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება/დასუფთავება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფიზიკური სიძლიერე, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პოზიცია ითვალისწინებს ცვლის სამუშაო გრაფიკს

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 30 აპრილისა, 2018.

 

მსგავსი განცხადებები
დამხმარე მუშა

ჯეოპეკი


13 აპრ - 12 მაის

დამხმარე მუშა საწყობში

იმერი


20 აპრ - 19 მაის

დამხმარე მუშა ქუთაისში

Georgian Huashun International Industrial Investme


13 აპრ - 01 მაის

დამხმარე საწყობში

აგრო+


05 აპრ - 04 მაის

მაღაზიის დამხმარე

ელიტ ელექტრონიქსი


23 აპრ - 07 მაის

მესაწყობე

AS Georgia


11 აპრ - 10 მაის

მტვირთავი

მეტრომარტი


20 აპრ - 30 აპრ