ოქროს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის რეზერვი სამეგრელოში

თარიღები: 17 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: ზუგდიდი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: career@libertybank.ge
საბანკო:  მოლარე (საბანკო) საბანკო(ზოგადი)

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი,  ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ ოქროს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებლის რეზერვის პოზიციაზე სამეგრელოს რეგიონში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
  • ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი; 
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.


პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა; 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა;


როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 

მსგავსი განცხადებები
Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


29 მარ - 27 აპრ

ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი

ლიბერთი ბანკი


17 აპრ - 15 მაის

აქტივების მართვის და შეფასების მენეჯერი

თიბისი ლიზინგი


03 აპრ - 01 მაის

ბექ-ოფისის მოლარე ბათუმში

საქართველოს ბანკი


10 აპრ - 24 აპრ

გადამთვლელი მოლარე / რეზერვი

თიბისი ბანკი


20 აპრ - 29 აპრ

დესკის მოლარე-ოპერატორი

4Finance Group


20 აპრ - 19 მაის

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი ვაზისუბანში

ბაზისბანკი


16 აპრ - 30 აპრ