მოლარე/მოლარე-ოპერატორი/რეზერვი ქვემო ქართლის რეგიონში

თარიღები: 17 აპრ - 07 მაის
მდებარეობა: ბოლნისი დმანისი თეთრიწყარო მარნეული რუსთავი წალკა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: career@libertybank.ge
საბანკო:  ბანკის ოპერატორი საბანკო(ზოგადი)

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი,  ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ სარეზერვო ჯგუფის შექმნის მიზნით მოლარე და მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქვემო ქართლის რეგიონში:

 

რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, დმანისი, წითელი ხიდი ს/ც.

 

მოლარე და მოლარე-ოპერატორის რეზერვის შექმნა გულისხმობს:

 

  • შემოსული რეზიუმეების გადარჩევას
  • კანდიდატების  ტესტირება-გასაუბრებას 
  • ტრეინინგებს

 

ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი ჩაირიცხება ბანკის საკადრო რეზერვში და დასაქმდება ფილიალში თანამშრომლების შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დროს, შესაბამისი ანაზღაურებით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

 

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

როგორ მოგვმართოთ:

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge2018 წლის 7 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

 

 

მსგავსი განცხადებები
Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


29 მარ - 27 აპრ

დესკის მოლარე-ოპერატორი

4Finance Group


20 აპრ - 19 მაის

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი ვაზისუბანში

ბაზისბანკი


16 აპრ - 30 აპრ

მოლარე/მოლარე-ოპერატორი/რეზერვი

თიბისი ბანკი


16 აპრ - 28 აპრ

მოლარე-ოპერატორი

Sps Xresource


19 აპრ - 18 მაის

მოლარე-ოპერატორი სარეზერვო თანამშრომელი

თიბისი ბანკი


16 აპრ - 28 აპრ

მოლარე-ოპერატორი სარეზერვო თანამშრომელი

ტერაბანკი


10 აპრ - 24 აპრ