ადმინისტრატორი საგარეჯოში

თარიღები: 17 აპრ - 16 მაის
მდებარეობა: საგარეჯო
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: dnapireli@nikoratrade.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი

 

        სს „ნიკორა ტრეიდი“- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის  „ნიკორას“ „ნუგეშის“ „ლიბრესა“ და „სანდეის“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება,  ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. საგარეჯოში.

 

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://nikora.ge/

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება
  • პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება
  • სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა
  • სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • სავაჭრო ობიექტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

 

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა

 

ჩვენ გთავაზობთ

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე – dnapireli@nikoratrade.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ადმინისტრატორი“.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Administrator for off Hours

ამერიკული სამედიცინო ცენტრები


16 აპრ - 14 მაის

Database Administrator

ჯითი


05 აპრ - 04 მაის

Office Coordinator

Global Educational Services


19 აპრ - 18 მაის

Residence Administrator/Concierge

თბილისი გარდენს


13 აპრ - 12 მაის

ადმინისტრატორი

Med Esthetic


17 აპრ - 16 მაის

ადმინისტრატორი

სამედიცინო ცენტრი გიგეა


17 აპრ - 16 მაის

ადმინისტრატორი

მაია მუმლაძის სტომატოლოგიური კლინიკა ჰელსი დენტი


13 აპრ - 28 აპრ