IT მხარდაჭერის სპეციალისტი ქუთაისში

თარიღები: 17 აპრ - 01 მაის
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@skyhi.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი

კომპანია: „სქაი ჰაი არის IT აუთსორსინგისა და კონსალტინგის კომპანია, რომელიც 2014 წლიდან 150-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს აწვდის აიტი სერვისებს. ,,სქაი ჰაის“ მომსახურების მასშტაბები ძალიან სწრაფად იზრდება, რაც გამოიხატება რამდენიმე ათასი საბოლოო  მომხმარებლით/end user  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ახლო მომავალში იგეგმება სერვისების ექსპორტი.

 

პოზიცია:   IT მხარდაჭერის სპეციალისტი

 

„სქაი ჰაი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში

 

ამოცანები

ტექნიკოსის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებელთა სერვისის მოთხოვნების, ინციდენტების და პრობლემების დროული, ხარისხიანი გადაწყვეტა და საჭიროებისამებრ ესკალაცია.

სამუშაო მოვალეობების აღწერა

  • უშუალოდ ახორციელებს საბოლოო მომხმარებლებთან ურთიერთობას და კომუნიკაციას, მათ მიერ დაფიქსირებული საკითხების მიღებას, კატეგორიზირებას, დიაგნოსტიკას,გადაწყვეტას, ან გადამისამართებას.
  • პასუხობს სატელეფონო ზარებს, იმეილს და ონლაინ ჩატს.
  • აფიქსირებს ყველა შემოსული საკითხს ცენტრალურ სერვის დესკში.
  • აწვდის ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლებს ინციდენტების, მოთხოვნების სტატუსების ან გადაწყვეტების შესახებ.
  • ახორციელებს საბოლოო მომხმარებლების მხარდაჭერას დისტანციურად ან ადგილზე მომსახურებით
  • მუშაობს სერვისის მენეჯერთან და გუნდთან აქტიურად, პრობლემების გამოვლენა - იდენტიფიკაციისთვის.
  • აწვდის ინფორმაციას სერვის მენეჯერს ან ხელმძღვანელს პოტენციური პრობლემებისა თუ რისკების შესახებ.
  • მნიშვნელოვანია პრობლემების გზის ავლის და გადაწყვეტის გზების მოძიების უნარი. არჩევს მათ შორის ყველაზე ეფექტურს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მის  მომიჯნავე სფეროში.
  • სამუშაო გამოცდილება:  აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება;

 

ენები:

  •  ქართული (სრულყოფილი, გამართული წერითი და ვერბალური)
  •  ინგლისური B2 (სასაუბრო, ტექნიკური)
  •  რუსული  B2 (სასაუბრო, ტექნიკური)

 

 

ტექნიკური მოთხოვნები:

  • პერსონალური და დესკტოპ კომპიუტერების მხარდაჭერა
  • ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა (Windows 7-10, Mac OS X, Ubuntu Linux)
  • სკანირებისა და ბეჭდვის მოწყობილობების მხარდაჭერა.
  • საოფისე, გრაფიკული და ფინანსური პროგრამების მხარდაჭერა.
  • იმეილების სერვისებისა და იმეილ კლიენტების მხარდაჭერა. (Microsoft Outlook, PoP, Imap, Exchange, MAPI)
  • ქსელის აქტიური მოწყობილობების მხარდაჭერა (Switch, Router, WiFi)
  • ქსელის პასიური ნაწილის მხარდაჭერა (ქსელის კარადა, პაჩპანელი, კაბელები, აუთლეტები)
  • VOIP ტელეფონის კლიენტის მხარის (IP ტელეფონების, softphone-ების, gateway-ების მხარდაჭერა)

 

 

პასუხისმგებლობები:

  • კომპანიის სერვისებისა და უპირატესობების ცოდნა.
  • სამუშაო პროცესში მიღებული კორპორაციული კლიენტების ინფორმაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვა.
  • კომპანიის შიდა კორპორაციული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
  • კლიენტების მხრიდან წამოსული დამატებითი საკითხების ესკალაცია ხელმძღვანელთან ან შესაბამის პირთან.
  • უზრუნველყოს კლიენტების სამუშაო პროცესის მაქსიმალური შეუფერხებლობა.
  • სწრაფი რეაგირება ხარვეზებსა და პოტენციურ რისკებზე.
  • სერვის მენეჯერების ინფორმირება აღმოჩენილი გაუმართაობის ან რისკის შემთხვევაში.
  • ტესტირებებისა და  სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
  • კომპანიაში შემოტანილი ტექნოლოგიების გაცნობა და ათვისება.

 

სასურველია აპლიკანტი იყოს სერტიფიცირებული:

  • Comptia A+ Certification
  • Microsoft Certified Professional  (Windows Client Certification, Windows Server Certification, Office 365 Certification)
  • Cisco CCNA Certification

 

სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს გამოცდილება:

  • Google G-Suite-ისა და Microsoft Office 365-ის ქლაუდ აპლიკაციების მხარდაჭერის გამოცდილება;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

 

სავალდებულო უნარები:

  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • გაწონასწორებულობა;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო დრო: 10:00 – 18:00 სთ.
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

 

დაინტერესების შემთხვევაში ველით რეზიუმეებს მეილზე hr@skyhi.ge.

რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „IT მხარდაჭერის სპეციალისტი“ და რეგიონის დასახელება მაგ:  „IT მხარდაჭერის სპეციალისტი - ბათუმი“  და ა.შ.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი!

 

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
C++ Developer

NoMachine Georgia


17 აპრ - 02 მაის

Database Developer

Vokalz


18 აპრ - 02 მაის

IT Manager

იბერია რეფრეშმენტსი


23 აპრ - 22 მაის

IT Specialist

LC Waikiki


13 აპრ - 27 აპრ

IT Support

International Company


18 აპრ - 16 მაის

IT აუდიტორი

HH Recruitment


18 აპრ - 27 აპრ

IT ბიზნეს ანალიტიკოსი / პროექტების მენეჯერი

Cryptex


20 აპრ - 04 მაის