ინკუბატორის თანამშრომელი

თარიღები: 17 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: hr@chirina.ge
სოფლის მეურნეობა:  მეფრინველეობა

შპს „ჩირინა“, ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge)  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინკუბატორის თანამშრომლის პოზიციაზე. 

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • ინკუბატორში შემოსული კვერცხის მონიტორინგი
  • ფერმებიდან შემოსული კვერცხის დახასიხსება და გატეხილი, დაბზარული, ჭუჭყიანი, დეფორმირებული, თხელნაჭუჭა, პატარა წონის, დიდი წონის გამოწუნება.
  • დახარისხებული კვერცხის  თაფხებზე დალაგება და შესაბამის საწარმოო ზონაში შეტანა
  • წიწილის დახარისხება და არაკონდიციური წიწილის გამოწუნება
  • საწარმოო ზონის, საჩეკი კარადების რეცხვა/დეზინფექცია სანიტარული დამუშავება
  • ინკუბატორიდან გამოტანილი კვერცხის გალანდვა და გაუნაყოფიერებელი კვერცხის გამოწუნება
  • ინკუბატორში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ორგანიზებულობა

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 30 აპრილამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

მსგავსი განცხადებები
მეფრინველე

ჩირინა


18 აპრ - 17 მაის

სხვადასხვა

ქართული ფრინველი


29 მარ - 27 აპრ