შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

თარიღები: 17 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: m2jobs@m2.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა ლოჯისტიკის მენეჯერი

სს „m2 უძრავი ქონება“  აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:  სს "m²  უძრავი ქონება" დაარსდა 2006 წელს  და კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

m² - მისიაა გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში და ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიურად სათავო ოფისიდან, გაყიდვების ოფისებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან  მიღებული მოთხოვნების ანალიზი და დახარისხება და გუნდში გადანაწილება;
  • პროცესისა და პროცედურების შესაბამისობაში მოყვანა და ავტომატიზაცია (არსებულ სისტემაში მიგრაცია);
  • შესყიდული მასალის მიღება, დასაწყობება, მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლის პროცესების მართვა;
  • კომპანიის სტრუქტურელ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა შესყიდვების მიმართულებით;
  • მოთხოვნის საფუძველზე ინვენტარის საწყობიდან  გაცემა და პროგრამიდან შესაბამისი საბუთის გაფორმება;
  • საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • საჭიროებისას ტრანსპორტირების საბუთების გამოწერა rs.ge -ზე;
  • კომპანიის ავტოპარკისა და გენერატორების საწვავით უზრუნველყოფა, ხარჯვის მონიტორინგი;
  • საკანცელარიო, სამეურნეო, კომპიუტერული და მარკეტინგული საწყობების მართვა;
  • საწყობებში პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და სასაწყობე მარაგების ოპტიმალური ნაშთებით უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
  • სათავო ოფისში სამეურნეო მარაგების კოტროლი და დროული შევსება;
  • ანგარიშგება უშუალო უფროსთან და სათავო ოფისთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; ( სასურველია ფინანსების ან  ბიზნესის მართვის მიმართულებით);
  • სავალდებულოა შესყიდვების, ლოჯისტიკის ან სამეურნეო მიმართულებით  სამუშაო გამოცდილება;

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილისა, (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject)  ველში მიუთითოთ ვაკანსისს დასახელება).

მსგავსი განცხადებები
Procurement/Logistics Senior Officer in Dedoplistskaro

HEKS-EPER


24 აპრ - 07 მაის

Procurement Manager

Carrefour Georgia


21 აპრ - 20 მაის

Procurement Manager

Carrefour Georgia


17 აპრ - 26 აპრ

Procurement Supervisor

Highbury Food and Beverage


20 აპრ - 03 მაის

გაყიდვების მენეჯერი/ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი


19 აპრ - 18 მაის

ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერი

მოგზაურთა კანტორა


12 აპრ - 30 აპრ

ლოჯისტიკის მენეჯერი

სუში მანია


30 მარ - 25 აპრ