ჰორეკას პრისეილერი

თარიღები: 17 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: staff@nikora.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) პრისელერი

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

 

სს ნიკორას შვილობილი კომპანია შპს „ოკეანე“ აცხადებს ვაკანსიას  ჰორეკას პრისეილერი

პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • HoReCa-ს სადისტრიბუციო  ქსელის აწყობა;
  • ბაზრის მონიტორინგი, მოთხოვნების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება გაყიდვების ზრდის მიზნით;
  • აქტიური მოლაპარაკებების წარმოება და  ქსელის გაფართოება;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო აქციების, ფასდაკლებების დაგეგმვა  HoReCa-ს ქსელში;
  • შეკვეთების მიღება და  პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი;
  •  ობიექტების დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების ამოღების უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • პერიოდული  რეპორტინგი  მენეჯმენტთან;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • HoReCa-ს სადისტრიბუციო ქსელში   მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • "B" კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა (აუცილებელი პირობაა)

 

პიროვნული უნარ ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სხარტი,ანალიტიკური აზროვნება
  • შრომისმოყვარე ენერგიული
  • შედეგზე ორიენტირებული.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე:  staff@nikora.ge   გთხოვთ, სათაურის ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ"  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

 

 სს „ნიკორა“ გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
მერჩენდაიზერი ბათუმში

სადისტრიბუციო კომპანია ბაგრატი


20 აპრ - 19 მაის

პრისეილერი

სუპერ ფუდი


18 აპრ - 02 მაის

პრისეილერი

სადისტრიბუციო კომპანია MTMI


11 აპრ - 09 მაის

პრისეილერი - სავაჭრო აგენტი

აის ლენდ ჯორჯია (MARS)


10 აპრ - 24 აპრ

პრისეილერი თბილისში, ქუთაისსა და აჭარის რეგიონში

ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს


10 აპრ - 09 მაის

პრისელერი

ონიმა


27 მარ - 25 აპრ

პრისელერი

ბესტ ინვესტი


04 აპრ - 03 მაის