ტექნიკური თანამშრომელი

თარიღები: 23 აპრ - 22 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: info@cartlis.ge
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება სოფლის მეურნეობა:  სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა

აგრო კომპანია  კარტლისი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური თანამშრომელის თანამდებობაზე, 23-45 წლის ასაკის მქონე მამაკაცისათვის.

 

თანამდებობა: ტექნიკური თანამშრომელი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

 

მოვალეობები:

  • თანამედროვე მეტეო სადგურების და სასოფლო-სამეურნეო დრონების მონტაჟი და მათი ტექნიკური უზრუნველყოფა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
  • სხვადასხვა რეგიონში დამონტაჟებული მეტეო სადგურების მუდმივი მონიტორინგი და მიღებული მონაცემების დამუშავების კონტროლი;
  • კონსულტაციების გაწევა და ფერმერების მხარდაჭერა მეტეო სადგურებისა და სასოფლო სამეურნეო დრონების ეფექტურად გამოყენებისათვის.

 

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (უპირატესობად ჩაითვლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღებული უმაღლესი ან პროფესიული განათლება);
  • გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია).

 

პიროვნული მახასიათებლები

  • გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
  • რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
  • კარგი მეტყველების უნარი.

 

 

შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: info@cartlis.ge , და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
MDF-ისა და რკინის კარის მონტაჟის სპეციალისტი

MEGADOORS


18 მაის - 16 ივნ

Менеджер по Ремонту и Техническому Обслуживанию Кофейных Аппаратов

33 ვენდინგ


14 მაის - 10 ივნ

ამწე მექანიზმების (ლიფტების) სპეციალისტი

სის ბიზნეს სერვისი


20 მაის - 17 ივნ

ლოკალური რემონტის ინჟინერი

ბს/2 ჯორჯია


01 მაის - 30 მაის

მემონტაჟე

არგო


15 მაის - 13 ივნ

მზომავი-მემონტაჟე ბათუმში

VIVA-JALUZI


02 მაის - 31 მაის

მკრეფავი რუსთავში

თეთრი ქუდი


11 მაის - 09 ივნ