კონდიტერი/მზარეული

თარიღები: 01 მაის - 30 მაის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 800 - 850
ელ. ფოსტა: hr.iota.hr@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  კონდიტერი მზარეული

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანაი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიებს, კონდიტერის, დღის მზარეულისა და ღამის მზარეულის პოზიციებზე.

 

"IOTA" აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

1. კონდიტერი

ძირითადი მოვალეობები:

  •  
  • დადგენილი სტანდარტების მიხედვით საკვების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • უფროსი კონდიტერის მითითებების/ინსტრუქციების/დავალებების შესრულება
  • საკვების მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
  • მენიუს შედგენის პროცესში მონაწილებოს მიღება
  • სასტუმრო “იოტა“-ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი
  • სამუშაო გარემოს მოწესრიგება და საკვები პროდუქტების დახარისხება/შესაბამის ადგილზე განთავსება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • ანაზღაურება: 850 ლარი

 

2. დღის მზარეული  / ღამის მზარეული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე
  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარსხსა და ვიზუალზე ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
  • არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • შეფ-მზარეულის და სუ-შეფის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება
  • კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტების გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.
  • ანაზღაურება: 800 - 850 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე , 2 დასვენების დღე.

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iota.hr@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ( "კონდიტერი" ან " “დღის მზარეული, ღამის მზარეული"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

მსგავსი განცხადებები
Asian Cuisine Cook

Radisson Blu Iveria Hotel


11 მაის - 09 ივნ

Chef de Cuisine/ Accountant In Bakuriani

სასტუმრო AU ROOM


30 აპრ - 29 მაის

Souse Chef in Tsinandali

Radisson Blu Resort Tsinandali


01 მაის - 30 მაის

ბარმენი/მიმტანი

რადიო კაფე ენერჯი


07 მაის - 05 ივნ

გრილზე მომუშავე მზარეული/გაყიდვების კონსულტანტი - ღამის ცვლაში

ჯი ეს კაფე


02 მაის - 31 მაის

დამლაგებელი

ფაბი ნალი


07 მაის - 05 ივნ

დამლაგებელი/მზარეული

რესტორანი ღვინის გზა


23 აპრ - 22 მაის