ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort ფოთში

თარიღები: 18 მაის - 29 მაის
მდებარეობა: ფოთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: careerpoti@apmterminals.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება ლოჯისტიკა

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე  აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი და ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.apmterminals.com

 

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება.

 

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი ახალგაზრდა და გსურთ შეიქმნათ წარმატებული კარიერა, InPort საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის - ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს  პრაქტიკულ დავალებებს,  დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

 

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება ორი - 6 კვირიანი თეორიული და 14 კვირიანი პრაქტიკული მოდულისაგან და მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს, ბიზნეს მიდგომებისა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გასავითარებლად
  • დახმარებას პროფესიული ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებაში
  • საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას
  • სხვადასხვა მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას
  • თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას
  • მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში
  • რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას

 

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკური ან ბიზნესის მართვის მიმართულების კურსდამთავრებული (ძირითადი მიზნობრივი სეგმენტი)
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი ათვისების უნარი და ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ქმედებებზე ორიენტირება
  • წინდახედულობა და ენერგიულობა
  • მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა
  • კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
  • შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სამუშაო კომპიუტერული უნარები

 

პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:

  • სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება ზემოთმოცემული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით
  • შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ფსიქოლოგიური და ლოგიკური აზროვნების ინდექსები, ინგლისური ენის ტესტი
  • ჯგუფური გასაუბრება
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:

  • ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი (დარიცხული)
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა
  • ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
  • საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში.

 

პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი

 

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტალანტის განვითარების პროგრამას, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე careerpoti@apmterminals.com  და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება - InPort.

პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა წარმატებული ტალანტების აღმოჩენის კუთხით.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 მაისი.

პრეზენტაციის სანახავდ მიჰყევით ბმულს .

Time to make a difference!

მსგავსი განცხადებები
გაყიდვების მენეჯერი/ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი


15 მაის - 13 ივნ

გაყიდვების მენეჯერი/ლოჯისტიკის მენეჯერი

მეტრო ლოგისტიკი


16 მაის - 14 ივნ

იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი საზღვაო გადაზიდვაზე ფოთში

MGL Georgia


26 აპრ - 25 მაის

იმპორტის მენეჯერის ასისტენტი

ნიკორა ტრეიდი


10 მაის - 23 მაის

ლოჯისტიკის მენეჯერი

ბრიკორამა საქართველო


04 მაის - 31 მაის

მიწოდების სამსახურის თანამშრომელი თელავში

დიპლომატ ჯორჯია


25 აპრ - 24 მაის

პრაქტიკული ლოგისტიკის ტრეინინგ პროგრამა

VIP Intellect Group


03 მაის - 01 ივნ